მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მოსაყდრე შიოსთან ერთად წირვას აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ კი, მრევლს ქადაგებით მიმართავს.

ტაძრის ცენტრში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი გამოაბრძანეს და მორწმუნეებს დღის განმავლობაში მისი მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ.

საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის მეფობის ხანაში ჩამოვიდა. მას უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ნინოობა ორჯერ, პირველ ივნისსა და 27 იანვარს აღინიშნება.