ნინო ზამბახიძე - ბიზნესის სექტორის მზარდი სტატისტიკა მთავრობის და დონორი ორგანიზაციების  ხელშემწყობი პროექტებითაა განპირობებული 
ნინო ზამბახიძე - ბიზნესის სექტორის მზარდი სტატისტიკა მთავრობის და დონორი ორგანიზაციების  ხელშემწყობი პროექტებითაა განპირობებული 

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტის, ნინო ზამბახიძის განცხადებით, ბიზნესის სექტორის მზარდი სტატისტიკა განპირობებულია მთავრობის და დონორი ორგანიზაციების მიერ ინიცირებული და განხორციელებული სხვადასხვა ხელშემწყობი პროექტებით, ასევე  ტურიზმის მზარდი ტენდენციით.

ნინო ზამბახიძის განცხადებით, საქართველომ მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, ბიზნესის კეთების კუთხით, 2018 წელს  მე-9 ადგილი დაიკავა.

„ვფიქრობ, საქართველოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე ასევე დადებითად იმოქმედა მოგების გადასახადის რეფორმამ, ე.წ. „ესტონურმა მოდელმა“, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა ევროკავშირთან და ჩინეთთან. ეს და სხვა სახის საგადასახადო რეფორმები, რომლებიც მიმართულია საქმიანი გარემოს გაუმჯობესებისკენ, დადებითად აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეთა ეკონომიკურ პირობებზე“, – განაცხადა ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ნინო ზამბახიძემ.

„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.7 პროცენტით გაიზარდა და 19.9 მილიარდი ლარი შეადგინა.  ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2018 წლის მეორე კვარტალში მისი მოცულობა 10 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 12.7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათასით გაიზარდა