ნინო წილოსანი ლანჩხუთში აქციის მონაწილეებს შეხვდა
ნინო წილოსანი ლანჩხუთში აქციის მონაწილეებს შეხვდა

მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ლანჩხუთში მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა ხმაურისა და ბრალდებების ფონზე წარიმართა.

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ განმარტებას, თუ რატომ არ დაუჭირა დეპუტატმა მხარი კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

„არავის არ ვემალები, ვისაც აქვს სურვილი შემხვდეს – შევხვდები. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობის მაღალი დონე. ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა ქვეყნისთვის ძალიან დიდი რისკების შემცველი, რადგან ბევრი რადიკალური ძალა მოძლიერდებოდა პარლამენტში და იქნებოდა მათი იქ ყოფნის რეალური შესაძლებლობა. არ არის პოლიტიკური მდგომარეობა ისე გაძლიერებული, რაც ჩვენ გვინდოდა რომ მომხდარიყო და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2020 ყოფილიყო გარდამავალი ეტაპი, ამასთანავე დეცენტრალიზაციის ის გეგმა, რომელიც გვაქვს, უნდა დასრულდეს 2024 წელს, რაც გულისხმობს, რომ მაჟორიტარების ჩართულობა ნაკლები იქნებოდა და გაძლიერდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობა. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება და დავიცავ მას ბოლომდე“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ლანჩხუთში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან აქციას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მართავენ.