ლანჩხუთში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები აქციას მართავენ [ვიდეო]

ლანჩხუთში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები აქციას მართავენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა პოლიციმ ამის საშუალება არ მისცა.

მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი აქციის მონაწილეებს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვდება. შეხვედრა ხმაურისა და ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ განმარტებას, თუ რატომ არ დაუჭირა დეპუტატმა მხარი კანონპროექტს, რომელიც  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.