ნინო შუბლაძე - არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ „რუსთავი2“-ში დაბრუნების თაობაზე, შემოთავაზება მივიღე მხოლოდ
ნინო შუბლაძე - არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ „რუსთავი2“-ში დაბრუნების თაობაზე, შემოთავაზება მივიღე მხოლოდ

არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ „რუსთავი2“-ში დაბრუნების თაობაზე, შემოთავაზება მივიღე მხოლოდ, – ამის შესახებ ნინო შუბლაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„სალამი ყველას სახედაკარგულებსაც! პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ რუსთავი2-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ …
მეორე დღეა ვუყურებ სრულ ისტერიას …ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ … ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთიერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად … არც ახლა გადავალ ამ ზღვარს…. ამიფეთქდა ტელეფონი – თქვენი პიროვნულიი გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო

პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა – საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს …“, – წერს ნინო შუბლაძე.

გუშინ გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდნენ. მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოხდება. სალიას განცხადებით, გათავისუფლებულთა შორის იქნებიან გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვა თანამშრომლები.

ამასთან, პაატა სალიამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე რამდენიმე ადამიანთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მათ შორის ნინო შუბლაძესთან.