„რუსთავი 2“-დან რამდენიმე თანამშრომელი თავისუფლდება, მათ შორის ნოდარ მელაძე და გიორგი გაბუნია
„რუსთავი 2“-დან რამდენიმე თანამშრომელი თავისუფლდება, მათ შორის ნოდარ მელაძე და გიორგი გაბუნია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდნენ სამსახურიდან, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.

პაატა სალიამ ბრიფინგზე ამის მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა.

მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოხდება.

როგორც სალიამ აღნიშნა, გათავისუფლებულთა შორის იქნებიან გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და სხვა თანამშრომლები.