ნინო სალუქვაძემ და ცოტნე მაჭავარიანმა წყვილთა შეჯიბრი მეოთხე ადგილზე დაასრულეს
დღეს, 27 იანვარს მიუნხენში შერეულ წყვილთა შეჯიბრება გაიმართა და ამით იქაური ტრადიციული საერთაშორისო ტურნირიც დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილებში ქვეყანას ორი დუეტის გამოყვანა შეუძლია და ჩვენებმაც ამ წესით ისარგებლეს. ამასთან, არ იყო ასაკობრივი დაყოფა ანუ ახალგაზრდები უფროსებთან ერთად გამოდიოდნენ.
ჩვენგან შეჯიბრებაში ორი დუეტი ჩაება – დედა-შვილი ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი ერთად ისროდნენ, მეორე გუნდში კი ლიზი კილაძე და აკაკი მოსულიშვილი შევიდნენ.
ამათგან ფინალში ანუ საუკეთესო ხუთეულში პირველი გუნდი მოხვდა – სალუქვაძე – მაჭავარიანი. მათ საკვალიფიკაციო ეტაპზე 788 ქულა დააგროვეს – 386 – მაჭავარიანმა, 382 – სალუქვაძემ), ფინალში კი 371. 0 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდნენ.
წყარო – საქართველოს სროლის ფედერაცია