ნინო ლომჯარია მომავალ კვირაში ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს შეხვდება
ნინო ლომჯარია მომავალ კვირაში ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს შეხვდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს მომავალ კვირაში შეხვდება.

შეხვედრის თარიღის დაზუსტების შემდეგ, სახლხო დამცველი წილკანში ჩავა და ქუტაშვილსა და პავლიაშვილს გაესაუბრება, რომლებმაც ოკუპირებული ახალგორის ტერიტორია 11 მარტს დატოვეს.

„ჩვენ ვათანხმებთ ამ ეტაპზე შეხვედრას. ველოდები გამოძიებამ დაასრულოს მუშაობა. ვფიქრობ, მათ გარკვეული დრო სჭირდებათ გაატარონ თუნდაც ოჯახის წევრებთან. კონკრეტულ თარიღზე შევთანხმდებით და იმ კვირაში ვაპირებ ჩავიდე წილკანში, შევხვდე მათ, გავესაუბრო და მივიღო მათგან ინფორმაცია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი მცხეთის პოლიციაში გუშინ გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.