ნინო ლომჯარია - დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან
ნინო ლომჯარია - დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან

დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან, – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკლვლეობის საქმეზე  სააპელაციო სასამართლოს დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში.

„ეს ფოტოები ზუსტად ერთი წლის წინ, 2018 წლის სამ ივნისსაა გადაღებული ვაკის პარკში. ის, რაზეც აქ ვსაუბრობდით, ერთი წლის შემდგომ, სიმბოლური დამთხვევის წყალობით, ნაწილობრივ იქნა მიღწეული. დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან. სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!” – ნათქვამია ნინო ლომჯარიას მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.

სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. ამასთან სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გ.ჯ.-მ სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.