ნინო ლომჯარია - ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა
ნინო ლომჯარია - ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა

ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა, – ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

ნინო ლომჯარია პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას ეხმაურება.

„ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა. ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წინ რაც მოხდა, კანონიერია“, – წერს ნინო ლომჯარია.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყან. ამის შემდეგ აქციაზე ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება დაიწყო. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის ფანჯრები ჩაამტვრიეს და ჯებირების მოხსნა დაიწყეს. მათ სამართალდამცველების მისამართით ქვები ისროლეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.