ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრას აპირებს
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრას აპირებს

„თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პოზიცია რომ მქონდეს, ვაპირებ, შევხვდე მამუკა ხაზარაძეს , – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძესთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა.

„იმისთვის, რომ მქონდეს პოზიცია „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებით, ვაპირებ, შევხვდე ბატონ ხაზარაძეს. მე მქონდა კომუნიკაცია და მან გამოხატა შეხვედრის სურვილი. თუ იქნება რაიმე, რაშიც სახალხო დამცველს შეუძლია დახმარება, მზად ვართ ეს დახმარება გავუწიოთ და ჩვენი მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედოთ“,-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.