ნინო ჯავახაძე - კიბერდანაშაული გამოწვევაა როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის
ნინო ჯავახაძე - კიბერდანაშაული გამოწვევაა როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის

კიბერდანაშაული მსოფლიო დანაშაულია და ეს გამოწვევაა როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა.

როგორც ნინო ჯავახაძემ აღნიშნა, მსგავსი დანაშაულები სხვა ქვეყნებშიც ხდება.

„გამოძიება დაუყოვნებლივ დავიწყეთ. აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დამატებით ამ ეტაპზე ახალს ვერაფერს მოგახსენებთ. გამოძიება ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.