სხვადასხვა ვებგვერდის კიბერშეტევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
სხვადასხვა ვებგვერდის კიბერშეტევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება დაიწყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. გამოძიება ასევე მიმდინარეობს 286-ე მუხლით, რაც კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

რამდენიმე ქართულ ვებგვერდზე დღეს ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა წარწერით – მე დავბრუნდები (I’ll be back).