ნინო ბურჯანაძე - „ქართული ოცნება“ 40 პროცენტის მოთხოვნას დაეთანხმა, თუმცა ჩვენი წინადადება იყო მაქსიმალურად პროპორციული წარმომადგენლობაც, რაც მიღწეული არ არის
ნინო ბურჯანაძე - „ქართული ოცნება“ 40 პროცენტის მოთხოვნას დაეთანხმა, თუმცა ჩვენი წინადადება იყო მაქსიმალურად პროპორციული წარმომადგენლობაც, რაც მიღწეული არ არის

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ყველაზე კარგი საარჩევნო სისტემა იყო სრულიად პროპორციული, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი ვარიანიტი, არის კომპრომისული და არა – საუკეთესო.

ბურჯანაძის თქმით, კომპრომისი ორივე მხარის – ხელისუფლებისა და ოპოზიციის დათმობით უნდა იქნას მიღწეული.

ბურჯანაძის განცხადებით, კარგია, რომ „ქართული ოცნება“  თანხმდება 40 პროცენტის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც არჩევნებში 40 პროცენტზე ნაკლებს აიღებს, მთავრობის ჩამოყალიბების საშუალება არ უნდა ჰქონდეს.

„ყველაზე კარგი იყო ის, რაც თავის დროზე იყო შემოთავაზებული – სრულიად პროპროციული სისტემა, რომელიც სამწუხაროდ ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“. ამის შემდეგ ყველა სხვა ვარიანტი, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზებული, გერმანული ვარიანტის სახით, არის კომპრომისული და არა საუკეთესო.

კომპრომისიც უნდა იქნას მიღეწული ორივე მხარის დათმობით. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ახლა განაცხადა, არის გარკვეულწილად პოზიტივი, რომ დაეთანხმნენ 40 პროცენტის მოთხოვნას, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ თუ პარტია ვერ მოაგროვებს 40 პროცენტს, მას არ ჰქონდეს საშუალება, დააკომპლექტოს მთავრობა.

ის ვარიანტი, რომელიც მათ შემოგვთავაზეს ცოტა ეშმაკობით არის გაჟღენთილი, რადგან 35 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც კი „ქართულ ოცნებას“ ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალას, რომელიც პირველ ადგილზე გავა, უტოვებს შესაძლებლობას, რომ მაჟორიტარების დამატებით დააკომპლექტოს მთავრობა“ ,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

თუმცა, ბურჯანაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წინადადება იყო 40 პროცენტიანი ზღვარი და პლუს მაქსიმალურად პროპორციული წარმომადგენლობა.

„ჩვენი წინადადება იყო არა მხოლოდ 40 პროცენტი, არამედ 40 პროცენტიანი ზღვარი და პლუს მაქსიმალურად პროპორციული წარმომადგენლობა, რაც დამეთანხმეთ დღეს ჯერჯერობით მიღწეული არ არის. მესმის, რომ „ქართული ოცნება“ არ წამოვა ისეთ პროპორციაზე, სადაც 10 ან 20 მაჟორიტარი ეყოლება, მაგრამ იქ, სადაც 20 ან 30 მაჟორიტარი ეყოლება, მას ნამდვილად შეუძლია, წამოვიდეს და კენჭისყრის პრობლემა ნამდვილად არ ექნება“ ,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძის განცხადებით, პოლიტიკური რეპრესიების საკითხი ყველა შემთხვევაში დღის წესრიგში დგას.

„რაც შეეხება პოლიტიკური რეპრესიების საკითხს, მე არ ვიცი, ვინ რა თემა გაახმოვანა, მაგრამ რეპრესიების სკაითხი ყველა შემთხვევაში დგას დღის წესრიგში და თუ გვინდა, რომ წინასაარჩევნი პერიოდში შერბილდეს პოლიტიკური წნეხი და დაპირისპირება, რაც ქვეყნის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელივანია, ეს საკითხიც უდნა მოიხსნას“ ,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, 130/20-ზე საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პროპორციულობის ამ პრინციპს თუ დაეთანხმება, „მაშინ პოლიტპატიმრები თვითონ მოუწოდებენ ციხიდან ოპოზიციას, რომ მას დათანხმდეს“.