ნინო ბურჯანაძე - გერმანიის ელჩმა ალბათ იგულისხმა, რომ რურუას გვარი არ წერია, დოკუმენტში გვარები ნამდვილად არ წერია, თუმცა მოლაპარაკების დროს ისმოდა, შეიძლება, მას გამორჩა
ნინო ბურჯანაძე - გერმანიის ელჩმა ალბათ იგულისხმა, რომ რურუას გვარი არ წერია, დოკუმენტში გვარები ნამდვილად არ წერია, თუმცა მოლაპარაკების დროს ისმოდა, შეიძლება, მას გამორჩა

ალბათ, ბატონმა ელჩმა იგულისხმა, რომ გვარი არ წერია და არც ერთი გვარი არ წერია ამ მოლაპარაკებებში, მაგრამ მოლაპარაკებების დროს ნამდვილად ისმოდა ის გვარები, შეიძლება, მას უბრალოდ გამორჩა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძე გიორგი რურუასთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.

ბურჯანაძის თქმით, დოკუმენტში გვარები არ წერია, რადგან ის ზეპირი მოლაპარაკების შედეგი იყო.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშო, ბატონი გერმანიის ელჩიც მაქსიმალურად ცდილობდა ამ პროცესისთვის ხელი შეეწყო. შეიძლება მას გამორჩა ეს კონკრეტული გვარი. გვარები არ წერია დოკუმენტში, რადგან ეს იყო მხოლოდ ზეპირი მოლაპარაკებების შედეგი. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვთვლი, რომ დიპლომატების მხარდაჭერამ დღევანდელი შედეგის მიღებაში ჩვენ ძალიან შეგვიწყო ხელი“,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა“.