ნინო ბურჯანაძე - განწყობილი ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა არ მაქვს იმედი, რომ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე „ქართული ოცნება“ რაიმე კომპრომისულ წინადადებას წარმოადგენს
ნინო ბურჯანაძე - განწყობილი ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა არ მაქვს იმედი, რომ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე „ქართული ოცნება“ რაიმე კომპრომისულ წინადადებას წარმოადგენს

განწყობილი ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა პირდაპირ გეტყვით, არ მაქვს იმედი, რომ „ქართული ოცნება“ რაიმე ადეკვატურ და კომპრომისულ წინადადებას წარმოადგენს კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

„ხვალ იქნება შეხვედრა და ვნახავთ. ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ჩვენი ევროპელი მეგობრების დიდი სურვილი, რომ პრობლემის მოგვარებას ხელი შეუწყონ. დარწმუნებული ვარ, მედიატორი ძალიან ადეკვატურად იმოქმედებს ამ მოლაპარაკებებზე. ჩვენი წინადადებები ცნობილია – ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნები.

ჩვენ განწყობილი ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა პირდაპირ გეტყვით, არ მაქვს იმის იმედი, რომ „ქართული ოცნება“ რაიმე ადეკვატური და კომპრომისულ წინადადებას წარმოადგენს ამ შეხვედრაზე. ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი უკვე იყო. ჩვენ შევთავაზეთ პლებისციტი. შესაბამისად, კომპრომისების დრო ახლა არის ხელისუფლების მხარეს“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონითბილისს 12 მარტს ეწვევა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ პირველ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.