ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
კორეის ქალაქ ბუსანში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები.
ტურნირზე ქართველი პარამოფარიკავეები ორ დისციპლინაში, რაპირასა და ხმალში გამოდიან. 2 სექტემბერს ეტლით მოფარიკავე ნინა თბილაშვილმა რაპირაში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
თიბილაშვილმა ჯერ თურქ მოწინააღმდეგეს მოუგო 15:6, მეოთხედფინალში კი იტალიელი ტრიგილიასი დაამარცხა 15:7. ქართველმა ნახევარფინალში იტალიელ ანდრეა მოგოსთან 7:15 წააგო და მესამე ადგილზე გავიდა.
მსოფლიო თასის გათამაშება 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.