ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა პრობლემა წნევასთან დაკავშირებით და ამ საღამოს დარეგულირდა, მაგრამ ასე მკურნალობა შეუძლებელია
ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა პრობლემა წნევასთან დაკავშირებით და ამ საღამოს დარეგულირდა, მაგრამ ასე მკურნალობა შეუძლებელია

ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა ჰქონდა წნევასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დროისთვის მდგომარეობა დასტაბილურებულია.

როგორც ექიმმა გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არ წყვეტს.

„მქონდა შესაძლებლობა, მენახა პრეზიდენტი. პრეზიდენტს ჰქონდა პრობლემა წნევასთან დაკავშირებით და ამ საღამოს დარეგულირდა, მაგრამ ამის გაგრძელება, ასე მკურნალობა შეუძლებელია. ყოველდღე ვამბობ ამას, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას ეს არ ესმის. ყოველდღე იქნება უარესი და უარესი ასე თუ გაგრძელდა. მაღალი წნევა ჰქონდა დღესაც და გუშინაც, ამჟამად დავასტაბილურეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ არ იქნება ეს პრობლემა ისევ. ადამიანი შიმშილობს და სჭირდება მკურნალობა. არც შიმშილობას წყვეტს და მკურნალობაც არ მიმდინარეობს. ეს დაწესებულება არ არის საავადმყოფო“, – განაცხადა ნიკოლ ყიფშიძემ.

მანამდე, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულებაზე დღეს უარი უთხრეს, თუმცა მოგვიანებით, მისივე თქმით, გზიდან მოაბრუნეს და პატიმრის მოსანახულებლად შეუშვეს.