ნიკოლოზ ყიფშიძე - დაახლოებით სამი საათი ველოდებოდი სააკაშვილთან შესვლას, თუმცა დაცვამ მომახსენა, რომ ეს ვიზიტი დღეს არ გამოვიდოდა, ხვალისთვის გადავდოთო
სამ საათამდე ველოდებოდი სააკაშვილთან შესვლას, თუმცა დაცვამ მომახსენა, რომ ეს ვიზიტი დღეს არ გამოვიდოდა, ხვალისთვის გადავდოთო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმმა განაცხადა, რომელიც სააკაშვილის მონახულების მიზნით გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებასთან იმყოფებოდა.
მისივე თქმით, სააკაშვილთან შესახვედრად ხვალ აუცილებლად მივა.
„დაახლოებით სამი საათი ველოდებოდი შესვლას, თუმცა დაცვამ მომახსენა, რომ ეს ვიზიტი დღეს არ გამოვიდოდა, ხვალისთვის გადავდოთო. ასე ძალიან იშვიათად ხდება. ეკა ხერხეულიძემ თქვა, რაღაც წნევის პრობლემები ჰქონდაო, ძალიან ვდარდობ, რაიმე ხომ არ მოხდა. აუცილევლად მოვალ ხვალ. გუშინ საკმაოდ ცუდი იყო მისი მდგომარეობა, დავაკორექტირეთ კალიუმის შემცველობა სისხლში და წნევა, რომელიც მაღალი ჰქონდა. იმედი ვიქონიოთ, რომ არაფერი არ არის, შეიძლება დაიძინა ან რაღაც, ყოველთვის უკეთესისკენ ვიფიქროთ“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.