ნიკოლოზ სამხარაძე - ზაზა გახელაძის გამოსაშვებად ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმოქმედებთ
ნიკოლოზ სამხარაძე - ზაზა გახელაძის გამოსაშვებად ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმოქმედებთ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების უფლებების ხელყოფას.

„ძალიან სამწუხაროა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების უფლებების ხელყოფას. რაც შეეხება ბერკეტებს, სამწუხაროდ, 2008 წლის ომის შემდეგ, ერთადერთი ბერკეტი რაც გვაქვს, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური მხარდაჭერით და ჩართულობით ამ უდანაშაულო ადამიანების გამოხსნა ცხინვალის და სოხუმის იზოლატორებიდან. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენ პარტნიორებთან, რომ მათ ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე ამ ადამიანის გამოსაშვებად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.