ნიკოლოზ სამხარაძე - უგულავას განცხადება გაგრძელებაა იმ ნარატივის, რომ პატივს არ სცემენ სახელმწიფოს და არც კანონს, ცდილობენ, ქვეყანაში ვითარება არიონ
ნიკოლოზ სამხარაძე - უგულავას განცხადება გაგრძელებაა იმ ნარატივის, რომ პატივს არ სცემენ სახელმწიფოს და არც კანონს, ცდილობენ, ქვეყანაში ვითარება არიონ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გიგი უგულავას განცხადება გაგრძელებაა იმ ნარატივის, რომ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები პატივს არ სცემენ სახელმწიფოს, არც კანონს.

„ეს იმ ნარატივის გაგრძელებაა, რომ ეს ადამიანები პატივს არ სცემენ არც სახელმწიფოს და არც კანონს. შესაბამისად, ყველანაირად ცდილობენ, რომ ქვეყანაში ვითარება აურიონ და დესტაბილიზაციისკენ წაიყვანონ“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიგი უგულავას თქმით, ნიკა მელიასთვის გირაოს დაკისრება უკანონოა და ამას ქართული საზოგადოება წინააღმდეგობას გაუწევს.

მისივე განმარტებით, „გავრილოვის ხარკის გადახდას არ აპირებენ“. „მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს, დავარტყამ“, – აღნიშნა უგულავამ.