გიგი უგულავა - გავრილოვის ხარკის გადახდას არ ვაპირებთ, მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს, დავარტყამ
გიგი უგულავა - გავრილოვის ხარკის გადახდას არ ვაპირებთ, მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს, დავარტყამ

ნიკა მელიას პოზიცია საზოგადოებამ იცის, ოპოზიციის პოზიციაც ცნობილია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გავრილოვის ხარკის გადახდას. თუ ხელისუფლება გამოიყენებს ძალას, მას მოუწევს ფიზიკურად ძალიან ბევრი ადამიანის დაპატიმრება, ვიდრე ამ უგუნურ საწადელს მიაღწევს, – ამის შესახებ გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიასთვის გირაოს დაკისრება უკანონოა და ამას ქართული საზოგადოება წინააღმდეგობას გაუწევს.

„ასევე, იცოდეს ხელისუფლებამ, რომ წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული. მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს, დავარტყამ, რადგან  ხელისუფლება გავიდა კანონის ფარგლებიდან, ხელისუფლება გველაპარაკება, რომ უნდა დაგაჩმოროთ. ხელისუფლება გვეუბნება, რომ მოვალ სპეცრაზმით და ყველანაირ უკანონობას ჩავიდენ. როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, რომ როდესაც მოძალადე მოდის და მეძალადება, როდესაც სახელმწიფო არ მიცავს და არ ასრულებს თავის კანონიერ უფლებამოსილებას,  სახელმწიფო იქცევა მოძალადედ, მოქალაქემ თავი უნდა დაიცვას, ეს არის პრინციპი.

აბსოლუტურად ეს არის კანონიერი, ეს ეფუძნება კონსტიტუციას, გამოსაძიებელია. უკანონოა გავრილოვის ხარკის გადახდა, უკანონოა ეს გირაო, უკანონოა 20 ივნისის გამოძიება, რადგან გამოსაძიებელია ივანიშვილის მონაწილეობა, გახარიას მონაწილეობა. გამოსაძიებელია იმ ადამიანების მონაწილეობა, ვინც ხალხს თვალები დასთხარეს. ამ ფონზე გვეუბენებიან, რომ გავრილოვს გადაუხადეთ ხარკი. გავრილივს ქართული საზოგადოება არ დაუჭერს მხარს და წინააღმდეგობას გაუწევს. ვინც ფიქრობს, რომ გავრილოვს ხარკი არ უნდა გადავუხადოთ, დავდგებით ერთად და წინააღმდეგობას გავუწევთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.