ნიკოლოზ სამხარაძე – სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ვხედავთ, როგორც ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების სინქრონულ მოქმედებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკური აქტორის როლი შეითავსეს
სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ვხედავთ, როგორც ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების სინქრონულ მოქმედებებს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოა პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკური აქტორის როლი შეითავსეს.
„სამწუხაროდ, ამ მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკური აქტორის როლი შეითავსეს, რომლის მანდატიც მათთვის არავის მიუცია, საქართველოს მოსახლეობას ვგულისხმობ. ისინი უნისონში სახელმწიფოს უტევენ და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ძირს უთხრიან. ეს ის სამწუხარო რეალობა და განვითარებაა, რომელსაც საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვხედავთ“, – განაცხადა სამხარაძემ.