ნიკოლოზ ესართიამ ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ნიკოლოზ ესართიამ ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

მექსიკაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 89 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკოლოზ ესართიამ ჩვენს გუნდს პირველი 3 ვერცხლის მედალი მოუტანა.

ძალოსანმა ატაცში 132, 137 და 141 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

აკვრაში მისი შედეგი 164, 170 და 174 კგ-ია და აქაც მეორე იყო. ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 315 კგ-ით ნიკოლოზ ესართია ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. ძალოსანმა ქვეყნის რეკორდები. ატაცში 7, აკვრაში 13, ხოლო ორჭიდის ჯამში 20 კილოგრამით გააუმჯობესა.