ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნიკოლოზ ესართიამ სამი მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნიკოლოზ ესართიამ სამი მედალი მოიპოვა #1TVSPORT

საუდის არაბეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნიკოლოზ ესართიამ ატაცში 124/128 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ძალოსანმა აკვრაში თავი 154/159 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ასეთივე შედეგი აქვს ორჭიდის ჯამში მოგროვილი 287 კილოგრამითაც.

ამგვარად, მსოფლიო ჩემპიონატზე ნიკოლო ესართიამ ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მთავარი მწვრთნელი – ზურაბ ანთაური.

პირადი მწვრთნელი – ვოლდემარ ბაღათურია.

დატოვე კომენტარი