ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნიკოლოზ ესართიამ სამი მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საუდის არაბეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნიკოლოზ ესართიამ ატაცში 124/128 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ძალოსანმა აკვრაში თავი 154/159 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ასეთივე შედეგი აქვს ორჭიდის ჯამში მოგროვილი 287 კილოგრამითაც.
ამგვარად, მსოფლიო ჩემპიონატზე ნიკოლო ესართიამ ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მთავარი მწვრთნელი – ზურაბ ანთაური.
პირადი მწვრთნელი – ვოლდემარ ბაღათურია.