ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ორმა ქართველმა იასპარეზა #1TVSPORT
ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ორმა ქართველმა იასპარეზა #1TVSPORT

მექსიკის ქალაქ ლეონში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ორმა ქართველმა ძალოსანმა იასპარეზა.

55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიგა ოდიკაძემ ატაცში 98კგ. დაძლია და მეოთხე ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში ჯერ 113, შემდეგ კი 118 კგ დააფიქსირა და მეშვიდე ადგილ დაიკავა. გიგა ოდიკაძე ორჭიდის ჯამში 216 კგ-ით მეხუთე იყო.

ამავე წონაში არჩილ ოქროპირიძემ პირველი მოძრაობა ატაცი 93 კგ-ით მერვე ადგილზე დაასრულა. ძალოსანმა აკვრაში 115 და 119 კგ. დაძლია და მეექვსე იყო, ხოლო ორჭიდის ჯამში 212 კგ-ით მერვე ადგილზე გავიდა.