ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნეაპოლის ტურნირზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნეაპოლის ჩელენჯერის ტურნირზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო.
ბასილაშვილმა ტურნირის 1/16-ფინალში ტუნისელი აზიზ დუგაზი სამ სეტში, 4:6, 6:1, 7:6 (7:1) დაამარცხა და მერვედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ნიკოლოზმა გასულ კვირას ესპანეთში, მურსიის ტურნირზე ითამაშა და ფინალში გასვლა მოახერხა. გადამწყვეტი შეხვედრისკენ მიმავალ გზაზე მან ექვსი მეტოქე დაამარცხა.
ნეაპოლის ჩელენჯერის მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ კორენტინ მოუტეს შეხვდება.