ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფრანგულ „ჩელენჯერში“ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფრანგულ „ჩელენჯერში“ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ როანში მიმდინარე „ჩელენჯერის“ სერიის ტურნირზე მეორე მატჩი მოიგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 96-ე ჩოგანია, საათსა და 14 წუთში დაამარცხა ფრანგი მატიას ბურგი – 6:4, 6:2.

ბასილაშვილმა კლასიფიკაციის 361-ე ნომრის წინააღმდეგ ხუთი ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, საკუთარ გეიმებში კი სამიდან სამი ბრეიკპოინტი მოიგერია.

ამ მოგებით ბასილაშვილი მეოთხედფინალში გავიდა და იქ ფრანგ უგო გასტონს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ როანის „ჩელენჯერის“ პირველ წრეში ბასილაშვილმა სამ სეტში მოუგო ასევე ფრანგს ანტუან ჰოანგს.