პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. დუბაის ტურნირში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ორი ადგილი დაკარგა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. მას 1645 სარეიტინგო ქულა აქვს და 39-ე ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა გასულ კვირას, დუბაის ტურნირზე პირველ წრეში წააგო ამერიკელ ტეილორ ფრიტცთან.
რაც შეეხება პირველ ათეულს, იქ ყველაფერი უცვლელი დარჩა.