ნიკოლოზ ბასილაშვილმა ახალ რეიტინგში ორი ადგილი დაკარგა #1TVSPORT

09:41, 22.03.2021

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. დუბაის ტურნირში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ორი ადგილი დაკარგა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. მას 1645 სარეიტინგო ქულა აქვს და 39-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა გასულ კვირას, დუბაის ტურნირზე პირველ წრეში წააგო ამერიკელ ტეილორ ფრიტცთან.

რაც შეეხება პირველ ათეულს, იქ ყველაფერი უცვლელი დარჩა.

მსგავსი