გასულ კვირას ჩატარებული სამი ტურნირის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
ჰამბურგის ტურნირის მოგების შემდეგ, ერთი კვირა დაისვენა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ახალ რეიტინგში მან ერთი ადგილით უკან დაიხია – ქართველს მე-16 პოზიცია ხორვატმა მარინ ჩილიჩმა წაართვა, რომელმაც ვაშინგტონის ტურნირის მეოთხედფინალამდე მიაღწია და ამან დამატებითი 90 ქულა მოუტანა. ბასილაშვილი ახლა მე-17 ადგილზეა 1975 ქულით.
ცვლილებები მოხდა ტოპ-ათეულში. ვარდნა გააგრძელა გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა – მან ორი ადგილი დაკარგა და მეშვიდე პოზიციაზეა. ასევე ორი ადგილი დათმო იტალიელმა ფაბიო ფონინიმ, რომელიც ათეულიდან გავარდა. ამის წყალობით, TOP10-ში დაბრუნდა სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი.
ATP. TOP10
1(1). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 12 415
2(2). ნადალი (ესპანეთი) – 7 945
3(3). ფედერერი (შვეიცარია) – 7 460
4(4). ტიმი (ავსტრია) – 4 755
5(6). ციციპასი (საბერძნეთი) – 4 045
6(7). ნიშიკორი (იაპონია) – 4 040
7(5). ა. ზვერევი (გერმანია) – 4 005
8(8). ხაჩანოვი (რუსეთი) – 2 890
9(10). მედვედევი (რუსეთი) – 2 745
10(11). ანდერსონი (ს. აფრიკა) – 2 500