ნიკოლოზ ბასილაშვილმა ახალ კლასიფიკაციაში ერთი ადგილი დათმო

07:54, 05.08.2019

გასულ კვირას ჩატარებული სამი ტურნირის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ჰამბურგის ტურნირის მოგების შემდეგ, ერთი კვირა დაისვენა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ახალ რეიტინგში მან ერთი ადგილით უკან დაიხია – ქართველს მე-16 პოზიცია ხორვატმა მარინ ჩილიჩმა წაართვა, რომელმაც ვაშინგტონის ტურნირის მეოთხედფინალამდე მიაღწია და ამან დამატებითი 90 ქულა მოუტანა. ბასილაშვილი ახლა მე-17 ადგილზეა 1975 ქულით.

ცვლილებები მოხდა ტოპ-ათეულში. ვარდნა გააგრძელა გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა – მან ორი ადგილი დაკარგა და მეშვიდე პოზიციაზეა. ასევე ორი ადგილი დათმო იტალიელმა ფაბიო ფონინიმ, რომელიც ათეულიდან გავარდა. ამის წყალობით, TOP10-ში დაბრუნდა სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი.

ATP. TOP10

1(1). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 12 415

2(2). ნადალი (ესპანეთი) – 7 945

3(3). ფედერერი (შვეიცარია) – 7 460

4(4). ტიმი (ავსტრია) – 4 755

5(6). ციციპასი (საბერძნეთი) – 4 045

6(7). ნიშიკორი (იაპონია) – 4 040

7(5). ა. ზვერევი (გერმანია) – 4 005

8(8). ხაჩანოვი (რუსეთი) – 2 890

9(10). მედვედევი (რუსეთი) – 2 745

10(11). ანდერსონი (ს. აფრიკა) – 2 500

მსგავსი