ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ჩელენჯერის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ჩელენჯერის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიაში, ქალაქ ვერონაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს.

გათამაშების მეოთხედფინალში ბასილაშვილმა მსოფლიოს 112-ე ჩოგანი, ნიდერლანდელი იესპერ დე იონგი სამ სეტში, 6:4, 4:6, 6:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 27 პოზიციით დაწინაურდა და 372-ე ადგილს იკავებს.

ვერონის ტურნირის ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ლიეტუველ გაუბასსა და ბოლივიელ დელიენს შორის გამარჯვებული იქნება.