მამაკაცთა საჩოგბურთო რეიტინგში 21-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის ჰარდზე ერთი მატჩით შემოიფარგლა. მან ორ სეტში 0:2 დათმო ფრანგ ადრიან მანარინოსთან.
პირველი სეტის 2:6 წაგების შემდეგ ნიკამ კონცენტრირება მოახერხა და მეორე სეტში 4:2 დაწინაურდა. თუმცა მას მერე ზედიზედ ოთხი გეიმი დათმო და შეჯიბრებას გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ ფავორიტად ქართველი ჩოგბურთელი ითვლებოდა. მისი მეტოქე რეიტინგში 59-ე ნომერია.