ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზში ერთი მატჩით შემოიფარგლა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზში ერთი მატჩით შემოიფარგლა #1TVSPORT

მამაკაცთა საჩოგბურთო რეიტინგში 21-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის ჰარდზე ერთი მატჩით შემოიფარგლა. მან ორ სეტში 0:2 დათმო ფრანგ ადრიან მანარინოსთან.

პირველი სეტის 2:6 წაგების შემდეგ ნიკამ კონცენტრირება მოახერხა და მეორე სეტში 4:2 დაწინაურდა. თუმცა მას მერე ზედიზედ ოთხი გეიმი დათმო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ფავორიტად ქართველი ჩოგბურთელი ითვლებოდა. მისი მეტოქე რეიტინგში 59-ე ნომერია.