ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოთხი საფეხურით გაიუმჯობესა პოზიცია. ამჟამად მას 916 ქულა აქვს და 57-ე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღიაზე ორი წრე გაიარა, რის შემდეგაც მერვედფინალში გადასასვლელი შეხვედრა წააგო მომავალ ნახევარფინალისტთან, ბრიტანელ კაილ ედმუნდთან.
რაც შეეხება ATP-ის ტოპათეულს, ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, მთავარი წინსვლა ხორვატ მარინ ჩილიჩს ჰქონდა, რომელიც ფინალში თამაშის წყალობით, მსოფლიოს მესამე ჩოგანი გახდა:
1(1). რაფაელ ნადალი (ესპ) – 9 760
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) – 9 605
3(6). მარინ ჩილიჩი (ხორ) – 4 960
4(3). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) – 4 630
5(4). ალესანდრ ზვერევი (გერ) – 4 610
6(5). დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 4 060
7(7). დავიდ გოფენი (ბელ) – 3 460
8(9). ჯეკ სოკი (აშშ) – 2 880
9(10). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) – 2 815
10(11). პ. კარენო-ბუსტა (ესპ) – 2 705