ნიკოლოზ ბასილაშვილი ოთხი ადგილით დაწინაურდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ოთხი ადგილით დაწინაურდა

ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოთხი საფეხურით გაიუმჯობესა პოზიცია. ამჟამად მას 916 ქულა აქვს და 57-ე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღიაზე ორი წრე გაიარა, რის შემდეგაც მერვედფინალში გადასასვლელი შეხვედრა წააგო მომავალ ნახევარფინალისტთან, ბრიტანელ კაილ ედმუნდთან.

რაც შეეხება ATP-ის ტოპათეულს, ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, მთავარი წინსვლა ხორვატ მარინ ჩილიჩს ჰქონდა, რომელიც ფინალში თამაშის წყალობით, მსოფლიოს მესამე ჩოგანი გახდა:

1(1). რაფაელ ნადალი (ესპ) – 9 760
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) – 9 605
3(6). მარინ ჩილიჩი (ხორ) – 4 960
4(3). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) – 4 630
5(4). ალესანდრ ზვერევი (გერ) – 4 610
6(5). დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 4 060
7(7). დავიდ გოფენი (ბელ) – 3 460
8(9). ჯეკ სოკი (აშშ) – 2 880
9(10). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) – 2 815
10(11). პ. კარენო-ბუსტა (ესპ) – 2 705