საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, ATP-ის 250-იანი კატეგორიის ტურნირის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგ გრეგუარ ბარერს შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა – 3:6, 4:6.
პირველ სეტში ბასილაშვილმა მეოთხე გეიმში საკუთარი მოწოდება დათმო, რის შემდეგაც ბარერს სეტის მოგება აღარ გასჭირვებია.
ფრანგმა ჩოგბურთელი მეორე სეტშიც ერთი ბრეიკი შეასრულა. ბასილაშვილს ვითარების გამოსწორება მეექვსე გეიმში შეეძლო – ბრეიკპოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა, საბოლოოდ 3:6, 4:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ მონპელიეს ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილმა ფრანგი კონსტან ლესტიენი სამ სეტში 6:7, 7:6, 6:2 დაამარცხა.