ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ღია პირველობის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ღია პირველობის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

მსოფლიოს რეიტინგით მე-20 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით ჩაატარა მიუნხენის ღია პირველობის 1/8-ფინალური მატჩი ბელარუს სპორტსმენ ილია ივაშკასთან.

ქართველს გამარჯვებისთვის სამი სეტი დასჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ჩამორჩა, გამარჯვება მაინც შეძლო – 3:6, 6:2, 6:4.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია, მიმდინარე პირველობაზე ის მეოთხე ნომრადაა განთესილი.

1/4 ფინალში ნიკას მეტოქე სერბი მიომირ კეცმანოვიჩი (38 რეიტინგში) იქნება. მატჩი 29 აპრილს გაიმართება.