ნიკოლოზ ბასილაშვილი მარტონ ფუჩოვიჩს შეხვდება
ნიკოლოზ ბასილაშვილი მარტონ ფუჩოვიჩს შეხვდება

ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის 1/8 ფინალურ მატჩში საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს ეთამაშება. ფუჩოვიჩმა, რომელიც რეიტინგში 38-ე ადგილზეა, სლოვაკი მარტინ კლიჟანი ანგარიშით – 7:6 (7:4), 6:4 დაამარცხა.

ბასილაშვილი კლასიფიკაციაში სარეკორდო მე-20 პოზიციაზეა და თუკი მომდევნო შეხვედრაში გაიმარჯვებს 90 სარეიტინგო ქულა დაემატება. როტერდამის საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 2 098 480 ევროა.