ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ATP500 ტურნირს გამოეთიშა. მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი მეორე წრეში უნგრელ მარტინ ფუჩოვიჩს შეხვდა და მეტოქესთან ორ სეტში წააგო.
ნიკოლოზს პირველი სეტის მოგება შეეძლო, თუმცა 5:4-ზე ზედიზედ ორი მოწოდება დათმო, შემდეგ ანგარიში გაათანაბრა (6:6), თუმდა ტაიბრეიკზე 1:7 დამარცხდა. მეორე სეტში ქართველ ჩოგბურთელს ბევრი არაფერი გამოუვიდა, მხოლოდ ერთი გეიმის მოგება მოახერხა და საბოლოო ჯამში შეხვედრა ანგარიშით – 6:7, 1:6 დათმო.
მომდევნო ეტაპზე ფუჩოვიჩის მეტოქე იაპონელი კეი ნიშიკორი იქნება.