ნიკოლოზ ბასილაშვილი ფუჩოვიჩთან დამარცხდა

02:23, 15.02.2019
ROTTERDAM, NETHERLANDS - FEBRUARY 11: ABN Amro WTT (L-R) Nikoloz BASILASHVILI during the   ABN AMRO World Tennis Tournament at the Ahoy Rotterdam on February 11, 2019 in Rotterdam Netherlands (Photo by Jan Kok/Soccrates/Getty Images)

ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ATP500 ტურნირს გამოეთიშა. მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი მეორე წრეში უნგრელ მარტინ ფუჩოვიჩს შეხვდა და მეტოქესთან ორ სეტში წააგო.

ნიკოლოზს პირველი სეტის მოგება შეეძლო, თუმცა 5:4-ზე ზედიზედ ორი მოწოდება დათმო, შემდეგ ანგარიში გაათანაბრა (6:6), თუმდა ტაიბრეიკზე 1:7 დამარცხდა.  მეორე სეტში ქართველ ჩოგბურთელს ბევრი არაფერი გამოუვიდა, მხოლოდ ერთი გეიმის მოგება მოახერხა და საბოლოო ჯამში შეხვედრა ანგარიშით – 6:7, 1:6 დათმო.

მომდევნო ეტაპზე ფუჩოვიჩის მეტოქე იაპონელი კეი ნიშიკორი იქნება.

მსგავსი