ნიკოლას მადურო – ვენესუელა აშშ-თან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

00:48, 24.01.2019

ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს თქმით, კარაკასი ვაშინგტონთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. ეს განცხადება მადურომ მას შემდეგ გააკეთა, რაც დონალდ ტრამპმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო აღიარა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება დღეს კარაკასში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციის ფონზე მიიღო. აღნიშნულ მიტინგზე გამოსვლისას ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა საკუთარი თავი პრეზიდენტად გამოაცხადა.

მსგავსი