დონალდ ტრამპმა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტად აღიარა
დონალდ ტრამპმა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტად აღიარა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტად აღიარა.

ტრამპის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოპოზიციის აქცია, რომელზეც ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.

„ვფიცავ, ვიტვირთო ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილება, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა“, – განაცხდა გუაიდომ.

ეს ფიცი ოპოზიციის ლიდერმა ათასობით მხარდამჭერის წინაშე გამოსვლისას, კარაკასში დადო.

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გუაიდოს აღიარებს ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად. მან იმავეს გაკეთებისკენ დასავლეთ ნახევარსფეროს რეგიონის სხვა ლიდერებსაც მოუწოდა.