ნიკოლაე დიკა - „საბურთალოსთან“ რთული მატჩი გველის #1TVSPORT
ნიკოლაე დიკა - „საბურთალოსთან“ რთული მატჩი გველის #1TVSPORT

„სტიაუას“ მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაე დიკამსაბურთალოსთანკონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩამდე ბუქარესტის ცენტრალურ სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრისთვის გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

ნიკოლაე დიკამ აღიარა, რომ ქართველებთან ძალიან რთულ დუელს ელის, მით უმეტეს, რომ პოსტზე სულ რაღაც ორი დღის წინ დაინიშნა და მატჩისთვის მოსამზადებლად დრო ფაქტობრივად არც ჰქონდა.

„გუნდის მოსამზადებლად მხოლოდ ორი დღე მაქვს. ამ დროს, ძალიან რთული მატჩი გველის, რადგან კარგ მეტოქეს ვხვდებით, მაგრამ მოედანზე უნდა გავიდეთ იმ აზრით, რომ კვალიფიკაციის შემდეგ ეტაპზე უნდა მოვხვდეთ. საამისოდ კი მე მინდა გუნდი და არა ინდივიდები.

ორ ვარჯიშში ბევრი ვიმუშავე ტაქტიკასა და დაცვის ორგანიზებაზე. ვცდილობდი, რომ მოთამაშეების მორალური მდგომარეობაც გამეთვალისწინებინა. მათ აჩვენეს, რომ აქვთ კლასი და შარშანდელ დონეს უნდა აჯობონ, მაგრამ ჯერ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკვალიფიკაციო ეტაპი დავძლიოთ“, – განაცხადა ნიკოლა დიკამ პრესკონფერენციაზე.

„საბურთალო“ „სტიაუასთან“ კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს ბუქარესტის ცენტრალურ სტადიონზე 28 ივლისს გამართავს. შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას 21:30 საათიდან „სილქ უნივერსალი“ შემოგთავაზებთ.