ნიკოლა ტესლა - რაზე ოცნებობდა გენიოსი, რომელმაც მსოფლიოს ელექტრიფიკაცია უბოძა
ნიკოლა ტესლა - რაზე ოცნებობდა გენიოსი, რომელმაც მსოფლიოს ელექტრიფიკაცია უბოძა

10 ივლისი ნიკოლა ტესლას დაბადების დღეა. სახელგანთქმული მეცნიერი 161 წლის წინ, 1856 წელს დაიბადა.

სერბი-ამერიკელი ინჟინრისა და ფიზიკოსის ცხოვრება მართლაც გამორჩეული იყო: ტესლას გარეშე, თქვენ ალბათ სახლში ელექტროენერგიაც არ გექნებოდათ და ამ წინადადებასაც ვერ წაიკითხავდით.

სიცოცხლის 86 წლის მანძილზე, ტესლამ დააპატენტა 300-ზე მეტი გამოგონება, რომელთაც გზები მოუმზადეს ცვადლებად დენს (AC), ელექტროძრავებს, რადიოებს, ფლურესცენციულ ნათებებს, ლაზერებს, დისტანციურ მართვას და სხვა მრავალ ინოვაციას.

ზოგიერთი მისი იდეა დღესაც კი უცნაურად ჩანს. მაგალითად, ერთხელ იგი აღწერდა სასიკვდილო გამოსხივებას და იქვე საუბრობდა „ძალის შეუღწეველ კედელზე“, რომლის მიზანიც უცხოური შეტევის დაბლოკვა და განადგურება უნდა ყოფილიყო.

წარმოგიდგენთ ისტორიის ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ექსცენტრიული გენიოსის გამორჩეული ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს.

ნიკოლა ტესლა დაიბადა 1856 წლის 10 ივლისს, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის სოფელ სმილიანში (თანამედროვე ხორვატია).

მამამისი, მილუტინ ტესლა სერბი მართლმადიდებელი მღვდელი იყო, დედა — დიუკა მანდიჩი კი საყოფაცხოვრებო ნივთების გამომგონებელი.

კოლეჯში სწავლისას, ტესლა განსაკუთრებით გაიტაცა ფიზიკამ და მათემატიკამ, თუმცა სულ მალე, ელექტრობით მოიხიბლა.

1873 წელს სასწავლებლად შევიდა ავსტრიის ქალაქ გრაცის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, შემდეგ კი პრაღის უნივერსიტეტში. 1881 წელს, ბუდაპეშტის ერთ-ერთ სატელეფონო კომპანიაში ინჟინრად დაიწყო მუშაობა.

მეგობართან ერთად პარკში სეირნობისას, შექმნა ინდუქციური ძრავის კონცეპტი.

1883 წელს, სტრასბურგში ყოფნისას, მან ინდუქციური ძრავის პროტოტიპი ააგო (ელექტროძრავი, რომელიც ელექტრომაგნიტურ ინდუქციაზე მუშაობდა) და წარმატებითაც გატესტა. იმის გამო, რომ ევროპაში მისი გამოგონებით არავინ დაინტერესდა, ტესლა აშშ-ში, ნიუ-იორკში ჩავიდა ტომას ედისონთან სამუშაოდ.

ტესლას ბავშვობის ერთი ოცნება ჰქონდა — ნიაგარის ჩანჩქერის ენერგიის გამოყენება.

1895 წელს მან დააპროექტა პირველი ჰიდროელექტროსადგური ჩანჩქერზე — დიდი გამარჯვება ცვალებადი დენისთვის. მოგვიანებით, ნიაგარის ჩანჩქერში მდებარე თხის კუნძულზე, მის პატივსაცემად ქანდაკება აღიმართა.

ყველა ბრწყინვალებასთან ერთად, ტესლა საკმაოდ ექსცენტრიულიც იყო. ერთ მომენტში, მან მშრალი საკვებიც მიღებაც აკრძალა.

ჭამდა თაფლს, სვამდა სხვადასხვა სახის ბოულსა და თბილ რძეს, სხვადასხვა ბოსტნეულისგან ამზადებდა წვენებს, მაგალითად არტიშოკისა და ნიახურისგან.

ამტკიცებდა, რომ გადაბმულად 2 საათზე მეტხანს არასოდეს ეძინა.

თუმცა, ტესლა აღიარებდა, რომ ხანდახან თვლემდა, „თავის ბატარეების დასატენად“.

ერთ-ერთი ცნობის თანახმად, ერთხელ ტესლამ 84 საათი გადაბმულად, უძილოდ იმუშავა.

1882 წელს, ტესლამ მბრუნავი მაგნიტური ველი აღმოაჩინა — ფიზიკის პრინციპი, რომელმაც სათავე დაუდო ცვალებად დენზე მომუშავე თითქმის ყველა მოწყობილობას.

სწორედ ეს პრინციპი გამოიყენეს ცვალებადი დენის ინდუქციური ძრავისა და მრავალფაზური სისტემის ასაგებად გენერაციისთვის, გადაცემისთვის, ელექტროდენის განაწილებისა და გამოყენებისათვის.

ნიუ-ჯერსიში, თომას ალვა ედისონის ლაბორატორიაში მუშაობისას, ტესლა და ედისონი ერთმანეთთან „ომში“ ჩაერთვნენ ელექტრული დენის საუკეთესო ფორმისათვის.

ედისონი უპირატესობას მუდმივ დენს (DC) ანიჭებდა (მიედინება ერთი მიმართულებით), ტესლას კი ცვლადი დენი (AC) ერჩივნა (პერიოდულად იცვლის მიმართულებას). შედეგად, ეს ყველაფერი გადაიზარდა „დინებათა ომში“, რომელშიც ბოლოს ტესლამ გაიმარჯვა, რადგან AC-ს გაცილებით დიდი ეფექტიანობა აღმოაჩნდა.

ტესლა ასევე აქტიურად მუშაობდ ამერიკელ ინდუსტრიალისტ და გამომგონებელ ჯორჯ ვესტინგჰაუზთან ერთად. მათმა პარტნიორობამ დიდი წვლილი შეიტანა ამერიკის მთელ კონტინენტზე ელექტრობის ჩამოყალიბებაში.

1888 წელს, ტესლამ დაწერა კლასიკური ნაშრომი „ცვალებადი დენის ძრავებისა და ტრანსფორმატორების ახალი სისტემა“, რომელშიც მან განავითარა საკუთრი ძრავებისა და ელექტროსისტემების კონცეპტი.

ნაშრომმა ვესტინგჰაუზის ყურადღება მიიქცია და საბოლოოდ, მათ პარტნიორობაც გააფორმეს ქვეყნის დანარჩენი ნაწილის ელექტრომომარაგების მიზნით.

ტესლას AC-ზე დაფუძნებული სისტემა დღემდე მსოფლიო სტანდარტად რჩება ელექტრომომარაგების სფეროში.

1891 წელს, ტესლამ შექმნა ინდუქციური ტრანსფორმატორი, რომელიც წარმოქმნიდა მაღალი სიჩქარის ცვალებად ელექტრულ ნაკადებს, ე. წ. ტესლას ტრანსფორმატორი — მოწყობილობა, რომელიც დღესაც ფართოდ გამოიყენება რადიოებში, ტელევიზორებსა და სხვა ელექტრონიკაში.

ელექტრული ნათებების, რენტგენული გამოსხივებისა და უკაბელო გადაცემების წარმოქმნის მიზნით, ატარებდა მრავალ ექსპერიმენტს, რომლებიც ბოლოს რადიოსა და ტელევიზორის საფუძველი გახდა.

დღეისათვის, ამ ტრანფორმატორებს ძირითადად იყენებენ საგანმანათლებლო პროცესში და გასართობად.

1896 წელს, ტესლამ დააპატენტა რადიოს საბაზისო სისტემა.

რადიოს გამოგონება ხშირად მიეწერება გილერმო მარკონის, რომელმაც 1901 წელს პირველი ტრანსატლანტიკური რადიოგადაცემა განახორციელა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ტესლამ შექმნა რადიოგადამცემის საბაზისო ელემენტთა ის პატენტები, რომლებიც მოგვიანებით მარკონიმ გამოიყენა. ამის გამო, ორ გამომგონებელს შორის ნამდვილი ომი ატყდა.

ტესლა ასევე ოცნებობდა ორ კონცეპტზე, რომლებიც თეორიულ ჩარჩოებს არ გასცდენია. ესენი იყო „სასიკვდილო გამოსხივება“ და „ძალის შეუღწეველი კედელი“.

ტესლას აშშ-ში ცხოვრების წლების დოსიეს, FBI 2011 წლამდე ინახავდა, თუმცა ბოლოს, ბიურომ 250 გვერდი საჯაროდ გამოაქვეყნა.

1943 წელს, როდესაც ტესლა დაიღუპა, ელექტროინჟინერმა და სამხედრო ტექნოლოგიების მკვლევარმა, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბიძამ, ჯონ ტრამპმა ტესლას ეფექტები FBI-სთვის მიმოიხილა და მიგნებების ანგარიშიც შეადგინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა ბიუროს მოახსენა: „ტესლას მოსაზრებები და ძალისხმევა გასული 15 წლის განმავლობაში, ძირითადად ჰიპოთეტური, ფილოსოფიური და გარკვეულწილად მასტიმულირებელი ხასიათის იყო, მაგრამ არ მოიცავდა ახალ, მუშა პრინციპებს ან მეთოდებს მსგავსი შედეგების რეალიზაციისათვის“.

ტესლა არასოდეს დაქორწინებულა, მაგრამ ერთხელ განაცხადა, რომ მტრედზე იყო შეყვარებული.

ტესლა ხშირად დადიოდა პარკში და მტრედებს კვებავდა. უჩვეულო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ერთ თეთრ მტრედთან, რომელიც მეცნიერს ყოველდღე აკითხავდა.

„ეს მტრედი ისე მიყვარდა, როგორც კაცს ქალი; მასაც ვუყვარდი. როდესაც ის მყავდა, ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონდა“, — ამბობდა ტესლა.