ნიკოლა იოკიჩი დაჯილდოების ცერემონიაზე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო [ვიდეო] #1TVSPORT
ნიკოლა იოკიჩი დაჯილდოების ცერემონიაზე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო [ვიდეო] #1TVSPORT

სერბეთის საკალათბურთო ნაკრების ლიდერი ნიკოლა იოკიჩი დაჯილდოების ცერემონიაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა.

სერბეთმა საკალათბურთო ტურნირზე მესამე ადგილისთვის მატჩში გერმანია 93:83 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ იოკიჩი შეამჩნიეს გუნდის წევრებისა და გულშემატკივრების გარემოცვაში, რომლებიც ბრინჯაოს მედალს ზეიმობდნენ.

საღამოს სერბეთის ნაკრები დაჯილდოების ცერემონიაზე მივიდა. ვიდეოზე ჩანს, რომ იოკიჩი შესამჩნევად ნასვამია.