ნიკოლ ფაშინიანი - ვულოცავთ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახლა არჩევას, მოუთმენლად ველოდებით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისთვის
ნიკოლ ფაშინიანი - ვულოცავთ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახლა არჩევას, მოუთმენლად ველოდებით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისთვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მიულოცა.

ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„ვულოცავთ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახლა არჩევას. მოუთმენლად ველოდებით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისთვის“, – წერს სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი „ტვიტერში“.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.