თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, ხმათა 75 პროცენტის დათვლის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 53,41 პროცენტით ლიდერობს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 46,65 აქვს
თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, ხმათა 75 პროცენტის დათვლის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 53,41 პროცენტით ლიდერობს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 46,65 აქვს

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს თავჯდომარემ, აჰმედ იენერმა არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის დათვლილია ხმების 75,42 პროცენტი. საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელსაც ხმათა 53,41 პროცენტი აქვს, მის კონკურენტ ქემალ ქილიჩდაროღლუს კი – 46,65 პროცენტი.

თურქეთში საპრეზიდენტოი არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართა. მასში 14 მაისს გამართულ არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი ოპოზიციონერი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ მონაწილეობდნენ.